ავტორიზაცია

ვინ იქნება პსჟ-ში დანიშვნის მთავარი კანდიდატი, თუ პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედში წავა?

ვინ იქნება პსჟ-ში დანიშვნის მთავარი კანდიდატი, თუ პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედში წავა?
თარიღი 24 ნოე 2021, 17:06

"პსჟ" ჯერ არ ღელავს გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ინგლისში დაბრუნების შესაძლო მცდელობის გამო, წერს RMC Sport.

არგენტინელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვება ჯერ არ უთხოვია, სადაც ანალოგიური თანამდებობა გათავისუფლდა და ჯერჯერობით, არც თავად ინგლისური კლუბი არ დაკავშირებია პარიზელებს ამ საკითხზე.

ხაზგასმულია, რომ "პსჟ"-ს "რეალიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარ ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს. მიუხედავად ამისა, 49 წლის ფრანგი სპეციალისტი კლუბის ბოსების რადარზეა და მის კანდიდატურას განიხილავენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანმა "მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშვნა ორი მიზეზის გამო იუარა - ენა არ იცის და მის ცოლს ინგლისში გადაბარგება არ უნდა.

შეგახსენებთ, "ეშმაკუნებმა" სამი დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლეს და ამჟამად გუნდს მაიკლ კერიკი ხელმძღვანელობს.