ავტორიზაცია

"ბავშვი არ ვარ", - პოჩეტინო იუნაიტედში შესაძლო დანიშვნას ეხმაურება

"ბავშვი არ ვარ", - პოჩეტინო იუნაიტედში შესაძლო დანიშვნას ეხმაურება
თარიღი 23 ნოე 2021, 21:39

მაურისიო პოჩეტინო „პსჟ-დან“ წასვლასა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო გადაბარგებაზე:

„პარიზში ბედნიერი ვარ. ამ ქალაქს კარგად ვიცნობ როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი. ასეთი ტიპის სიტუაციებში ცხოვრებას უკვე მიჩვეული ვარ. ის, რაც ხდება, ჩემს პასუხისმგებლობაში არ არის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ისიც თუ მკითხავთ, რომ პარიზში ბედნიერი ვარ.

ბავშვი არ ვარ. ეს ფეხბურთია - ბიზნესი, სადაც ჭორები ყოველთვის არსებობს და მე კარგად მესმის რაც გარშემო ხდება.

ზოგჯერ, ეს საუბრები დადებითია, ზოგჯერ კი - უარყოფითი, თუმცა ყოველთვის არის. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ - ხვალინდელი მატჩია.

„ჩემ კლუბს პატივს ვცემ და არაფრის თქმას არ ვაპირებ. რას აკეთებს სხვა კლუბი, მე არ მადარდებს. „პსჟ“, ფანები, ქალაქი, მე ყველაფერი მიყვარს და აქ ყოფნა ფანტასტიკურია.

ჩემი კონტრაქტი „პარიზთან“ 2023 წლამდეა ძალაში. აქ ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ფაქტია. მინდა, კატეგორიული ვიყო - „პსჟში“ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. 
“ - აღნიშნა პოჩეტინომ RMC Sport-თან საუბარში.

პრესას თუ დავუჯერებთ, პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის" N1 სამიზნეა.