ავტორიზაცია

ESPN-მა ფერგიუსონის წასვლის შემდგომ ეპოქაში მანჩესტერის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ESPN-მა ფერგიუსონის წასვლის შემდგომ ეპოქაში მანჩესტერის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
თარიღი 24 ნოე 2021, 17:22

ESPN-მა "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო სპეციალისტი გამოავლინა მათ შორის, ვინც მანიკუნიანელთა თავკაცად ლეგენდარული ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ იმუშავა.

ასე და ამგვარად, გავლენიანმა გამოცემამ საუკეთესოდ ამჟამად "რომას" დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო დაასახელა, რომელიც გუნდს 2016 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრამდე ედგა სათავეში.

პორტუგალიელი სპეციალისტი შემდეგნაირად დაახასიათეს: "ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ფერგის წასვლის შემდგომ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში, ტიტულები მოიგო, თუმცა არა ყველაზე ღირებული".

მეორე ადგილი ჟოზეს შემცვლელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა დაიკავა. ESPN-მა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე ნორვეგიელის მიერ გაწეული სამუშაო შემდეგნაირად შეაფასა: "ეჭვგარეშეა, სოლსკიაერი "იუნაიტედს" იმაზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ტოვებს, ვიდრე მემკვიდრეობით ერგო. ყოველ შემთხვევაში, კლუბის პრესტიჟის ნაწილი აღადგინა, რომელიც მისი წამორბედების დროს გაქრა".

მესამე პოზიცია ლუი ვან გაალს ერგო, ვინც ამჟამად ჰოლანდიის ნაკრებს უდგას სათავეში. "ეშმაკუნებს" ნიდერლანდელი 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის მაისამდე წვრთნიდა.

ბოლო პოზიცია კი ამ ეტაპზე "ვესტ ჰემის" დამრიგებელმა, დევიდ მოიესმა დაკავა. "ემიუში" შოტლანდიელმა წელზე ნაკლები გაატარა - 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის აპრილამდე.