მარადონა გულის გარეშე დამარხეს — არგენტინელმა ექიმმა და ჟურნალისტმა მიზეზები გაასაჯაროვა
ექიმი, მწერალი და ჟურნალისტი, ნელსონ კასტრო აცხადებს, რომ ლეგენდარული არგენტინელი, დიეგო მარადონა გულის გარეშე დამარხეს.
"არსებობდა "ხიმნასია ლა პლატას" გულშემატკივართა რადიკალური ჯგუფი, რომელსაც მარადონას გულის მოპარვა უნდოდა. ეს არ მოხდა, ხალხმა მათი განზრახვის შესახებ შეიტყო და პირველ რიგში, გული ამოიღეს".
"ერთ-ერთი მიზეზი მისი შესწავლის აუცილებლობაც გახდა. გული ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიკვდილის მიზეზის დასადგენად".
"სამწუხაროდ, იმ ყველაფერზე იყო დამოკიდებული, რამაც დაღუპა, მაგრამ სხვები კიდევ უფრო ადრე დაიღუპებოდნენ. მარადონას საოცრად ელასტიური სხეული ჰქონდა. პრობლემა იმაშია, რომ არასოდეს სურდა ყველა უარყოფითი ფაქტორისგან სრულად გამოჯანმრთელება".
"მარადონას გული ნახევარ კილოგრამს იწონიდა, ძალიან დიდი იყო. როგორც წესი, გული 300 გრამს იწონის. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი იყო, სპორტსმენებს კი სხვებზე დიდი გული აქვთ, პრობლემა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობდა. საქმე გულის უკმარისობას ეხებოდა", - აღნიშნა კასტრომ El Trece-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მარადონა 60 წლის ასაკში, 25 ნოემბერს დაიღუპა. სხეულის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ დიეგოს ნორმაზე 2-ჯერ დიდი გული ჰქონდა.