ავტორიზაცია

მესიმ ბარსელონას მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნაზე პირველი განცხადება გააკეთა

მესიმ ბარსელონას მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნაზე პირველი განცხადება გააკეთა
თარიღი 24 ნოე 2021, 17:45

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ყოფილი თანაგუნდელის, ხავი ერნანდესის დანიშვნაზე განცხადება გააკეთა.

"ხავი არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი რამ იცის. ძალიან კარგად იცნობს იმ კლუბს, სადაც მისთვის ყველაფერი ბავშვობიდანაა ცნობილი".

"მისი მოსვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ "ბარსა" მასთან ერთად ძალიან გაიზრდება", - თქვა 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა Marca-სთან ინტერვიუში.

ხავიმ, რომელსაც პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი "ბარსაში" აქვს გატარებული, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კატალონიურ გრანდში დაბრუნებისთვის 41 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ყატარული "ალ სადი" დატოვა, რომელსაც 2019 წლიდან წვრთნიდა.