ავტორიზაცია

"პოლიტიკაში რომ ვიყო, პრეზიდენტი ვიქნებოდი", - იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსთან კამათი გაიხსენა

"პოლიტიკაში რომ ვიყო, პრეზიდენტი ვიქნებოდი", - იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსთან კამათი გაიხსენა
თარიღი 24 ნოე 2021, 18:08

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსზე გაკეთებული კომენტარი გაიხსენა.

როგორც შვედმა თებერვალში თქვა, NBA-ს ვარსკვლავმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან და სპორტით დაკავდეს. საპასუხოდ, ლებრონმა აღნიშნა, რომ მხოლოდ სპორტით დაკავებას არ აპირებს და გააგრძელებს თანასწორობის, სოციალური უსამართლობისა და რასიზმის საკითხების წამოწევას.

"სპორტი ადამიანებს აერთიანებს, პოლიტიკა კი ყოფს. თუ რასიზმზე ვსაუბრობთ, ეს სულ სხვაა. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. მაგრამ პოლიტიკაში არ ვარ ჩართული. ეს რომ გამეკეთებინა, ახლა პრეზიდენტი ვიქნებოდი".

"ლებრონს პირადად არ ვიცნობ და მას არ განვსჯი. რასისტებს როგორც არ უნდა ეპყრობოდეს, მართალია, რადგან როცა 50 ათასი ადამიანი "წყეულ ციგანს" გიწოდებს, რასიზმია. ესეც რასიზმია".

"მაგრამ პოლიტიკაში არ ვარ ჩართული. სპორტით ვარ დაკავებული. ასე სიყვარულს ავრცელებ", - ციტირებს 40 წლის იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს The Guardian-ი.