ავტორიზაცია

ბარსელონა სიაში არ არის — ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების რამდენიმე ფავორიტი დაასახელა

ბარსელონა სიაში არ არის — ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების რამდენიმე ფავორიტი დაასახელა
თარიღი 24 ნოე 2021, 18:22

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტები დაასახელა.

– თქვენ, მბაპე, ნეიმარი და ბევრი სხვა... საერთოდ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი არ არის?

"ყველა დიდ ფავორიტად მოგვიხსენიებს. არ უარვყოფ, სახელებით ერთ-ერთი პრეტენდენტი ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ჩამოვყალიბდეთ ძლიერ გუნდად".

"შეთამაშება გვჭირდება. ჩვენი უპირატესობა ძალიან კარგი ფეხბურთელების ყოლაა. მაგრამ მარტო ჩვენ არ ვართ, სხვა შესანიშნავი გუნდებიც არიან. ჩემპიონთა ლიგა ურთულესი ტურნირია, რაც მას ლამაზს და განსაკუთრებულს ხდის. დიახ, "პსჟ" ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ არა ერთადერთი".

– როგორ ფიქრობთ, კიდევ ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტი?

"ლივერპული" ძალიან კარგია, ჩემპიონთა ლიგის მომგებ "ლივერპულს" მაგონებს. აგრეთვე, არიან "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი", "რეალი", "ატლეტიკო"...".

"ბევრი ისეთი გუნდია, რომელსაც ამ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია. ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და კონკურენტუნარიანი სეზონია. არსებობს რამდენიმე გუნდი, რომელსაც ტურნირის მოგების ძალა შესწევს", - დასძინა 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა Marca-სთან საუბრისას.