ავტორიზაცია

კონკრეტული ციფრებიც გაირკვა — დორტმუნდი ჰოლანდს უზარმაზარი ხელფასით თაფლავს

კონკრეტული ციფრებიც გაირკვა — დორტმუნდი ჰოლანდს უზარმაზარი ხელფასით თაფლავს
თარიღი 24 Nov 2021, 18:30

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის წასვლის თავიდან აცილებისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია.

როგორც ცნობილი გამოცემა Sky Sport Germany იტყობინება, ბორუსიელთა ბოსების პრიორიტეტული მიზანი 21 წლის ნორვეგიელის კიდევ ერთი წლით შენარჩუნებაა.

ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, "დორტმუნდი" ჰოლანდს ფულით თაფლავს - კლუბი მზად არის მას წლიური ხელფასი 8-9 მილიონიდან 16-18 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.

გარდა ამისა, ბორუსიელებს სურთ, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, გამოსასყიდი თანხის პუნქტი ძალაში არა 2022 წლის, არამედ 2023 წლის ზაფხულში შევიდეს.

ამჟამინდელი ხელშეკრულების პირობების თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ერლინგის ყიდვა ნებისმიერ მსურველ კლუბს 75 მილიონად შეეძლება.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.