ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი: "მანჩესტერ იუნაიტედში ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ წარსულზე, ეს წრეზე სიარულს ჰგავს"

იბრაჰიმოვიჩი: "მანჩესტერ იუნაიტედში ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ წარსულზე, ეს წრეზე სიარულს ჰგავს"
თარიღი 24 ნოე 2021, 19:46

"მილანისა" და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ისაუბრა.

"ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ წარსულზე. როცა კლუბში მივედი, ვთქვი: "აქ იმისათვის ვარ, რათა აწმყოზე ვიყო კონცენტრირებული და ჩემი ისტორია დავწერო". მაგრამ როცა წარსულზე ძალიან ბევრს საუბრობენ, ეს წრეზე სიარულს ჰგავს".

"აწმყოზე ფიქრია საჭირო ან საავადმყოფოში წასვლა თავის გასაწმენდად", - ციტირებს 40 წლის ფორვარდის სიტყვებს The Guardian-ი.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2016 წლიდან 2018 წლამდე იცავდა, შემდეგ კი "ლოს ანჯელეს გელექსის" შეუერთდა, საიდანაც 2020 წელს "მილანში" დაბრუნდა.