ავტორიზაცია

კურტუა: "რატომ არ შემიყვანეს The Best-ის ჯილდოს ნომინანტთა შორის? ალბათ, ჩემი განცხადებების გამო"

კურტუა: "რატომ არ შემიყვანეს The Best-ის ჯილდოს ნომინანტთა შორის? ალბათ, ჩემი განცხადებების გამო"
თარიღი 24 ნოე 2021, 20:23

"რეალის" გოლკიპერი, ტიბო კურტუა ფიფას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც იგი The Best-ის ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში არ შეიყვანა, რომელსაც 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს გადაეცემა.

"გუნდური ტიტულები ინდივიდუალურ ჯილდოებზე მნიშვნელოვანია, რასაც ჩემპიონთა ლიგის ან ლა ლიგის მოგება მირჩევნია".

"The Best-ის ჯილდოსთან დაკავშირებული სიტუაცია არ მაკვირვებს, ალბათ, ეს გასულ თვეში ჩემი ზოგიერთი განცხადების გამო მოხდა".

"არ ვიცი. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კლუბის დახმარება მინდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი".

"აღარ მინდა ამაზე საუბარი, არ ვიცი, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ამ სიაში შესანიშნავი კიპერები არიან. ჯილდოს უძლიერესი დაისაკუთრებს", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Marca.
კურტუა: "არ შეიძლება აზარზე ისე ლაპარაკი, თითქოს ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელია"