ავტორიზაცია

"კარგი არჩევანი გავაკეთე", - ვინისიუსმა განმარტა, თუ რატომ ამჯობინა ბარსელონას რეალი

"კარგი არჩევანი გავაკეთე", - ვინისიუსმა განმარტა, თუ რატომ ამჯობინა ბარსელონას რეალი
თარიღი 24 ნოე 2021, 20:43

"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა განმარტა, თუ რატომ გადავიდა მადრიდულ გრანდში და არა - "ბარსელონაში".

"ორი კლუბი ინტერესდებოდა ჩემით და "რეალში" გადასვლა გადავწყვიტე, მათი პროექტისა და იმის გამო, რაც ჩემთვის გააკეთეს".

"ვიფიქრე, რომ ჩემთვის მათი პროექტი საუკეთესო იყო და ეს კლუბი გახლდათ ყველაზე მიმზიდველი".

"ყოველთვის მიყვარდა "რეალი", კრიშტიანუ რონალდუ და ყველა ფეხბურთელი. კარგი არჩევანი გავაკეთე და აქ დარჩენა დიდი ხნით მსურს", - ციტირებს 21 წლის ბრაზილიელის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, ვინისიუსი "სამეფო კლუბში" 2018 წლის ზაფხულში "ფლამენგოდან" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.