ავტორიზაცია

არც მესის ყოფნა და არც ზიდანის შესაძლო დანიშნვა მბაპეს არ გადააფიქრებინებს - მხოლოდ რეალი

არც მესის ყოფნა და არც ზიდანის შესაძლო დანიშნვა მბაპეს არ გადააფიქრებინებს - მხოლოდ რეალი
თარიღი 24 ნოე 2021, 22:13

"პსჟ"-ს თავდამსხმელს, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვეტილი აქვს. Marca-ს ცნობით, ფრანგის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას არაფერი შეცვლის.

არც ლიონელ მესის კლუბში გადასვლა და არც ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნა "პსჟ"-ს მწვრთნელის პოსტზე არ აიძულებს მბაპეს უარი თქვას მადრიდის "რეალში" თამაშზე.

კილიანს იზიდავს სპორტული პროექტი, რომელსაც ის მიიღებს მადრიდის "რეალში". მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში აღარაფერი შეიცვლება.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელები მოქმედების დაწყებას 1 იანვარს ელოდებიან. მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა "პსჟ"-ში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.