ავტორიზაცია

"იქნებ, ნაწილობრივ მაინც ჩავანაცვლოთ" - ვლადიმირ ვაისმა კანკავა საქართველოში გაუშვა

"იქნებ, ნაწილობრივ მაინც ჩავანაცვლოთ" - ვლადიმირ ვაისმა კანკავა საქართველოში გაუშვა
თარიღი 25 ნოე 2021, 00:13

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ბრატისლავის სლოვანი პაოკს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა, რომ მათ ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ბერძნების წინააღმდეგ ვერ დაეხმარება და ქომაგს სამწუხარო ინფორმაცია აცნო.

"სამწუხაროდ, ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა და საქართველოში დაკრძალვაზე გაფრინდა, ის პაოკთან ვერ დაგვეხმარება. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია, რადგან ის ნამდვილი რობოტია, რომელიც მოედნის ცენტრში არ ჩერდება. დიდი იმედი მაქვს, მის ნაწილობრივ ჩანაცვლებას მაინც მოვახერხებთ," - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

4 ტურის შემდეგ ჯგუფში სლოვან ბრატისლავას 7 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა. პაოკთან მოგების შემთხვევაში, სლოვაკები ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებენ.