პირველი წრის იმედგაცრუებებშია - ხვიჩას რუსი ჟურნალისტები კვლავ აკრიტიკებენ
რუსულენოვანმა გამოცემა Football24-მა შეადგინა თერთმეტეული იმ ფეხბურთელებისგან, ვისგანაც ჩემპიონატის პირველ წრეში მეტს ელოდნენ, თუმცა ხალხს იმედები გაუცრუა.
ამ სიაში ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
"წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ამ შემოდგომით საერთოდ გაქრა. ფეხბურთელის მდგომარეობა ძალიან ზუსტად ახსნა რუბინის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ.
"ჟურნალისტების მხრიდან ზედმეტად მეტი ყურადღებაა ხვიჩას მიმართ. გაუმართლებელმა ინტერესმა ფეხბურთელს ტვინი აურია. შედეგად, მას უკვე სამი თვეა არ უთამაშია", - თქვა ოლეგ იაროვნისკიმ.
დღეს ხვიჩას პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს - 26-ჯერ დაარტყა და მხოლოდ ერთხელ გაიტანა. ეს, რა თქმა უნდა, ის შედეგი არ არის, რომელსაც უნდა აჩვენებდეს ფეხბურთელი, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის.
ერთადერთი, რასაც კვარაცხელიამ მოახერხა, ეს დრიბლინგების სტატისტიკაში მეორე ადგილია. და ასევე, ის წარმატებით გამოიმუშავებს ჯარიმებს," - წერია Football24-ის შეფასებაში.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის მაისურით 14-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.