ავტორიზაცია

დაპირისპირება ნათლულთან - ქეცბაია იანვარში გუნდიდან 2 ქართველს გაუშვებს

დაპირისპირება ნათლულთან - ქეცბაია იანვარში გუნდიდან 2 ქართველს გაუშვებს
თარიღი 23 ნოე 2021, 14:53

2022 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანორთოსისს 2 ქართველი დატოვებს.

ამის შესახებ კვიპროსული გამოცემები იუწყებიან და წერენ, რომ ფამაგუსტელთა შემადგენლობას ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა დაემშვიდობებიან.

"თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჰქონდა იმ ფეხბურთელებთან, რომელთაც გუნდის სამომავლო პერსპექტივაში ვეღარ ჰხედავს და მათ იანვარში წასვლა მოუწევთ. 3 მათგანი უკვე ვიცით: კაილ ლაფერტი, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა," - წერს Kerkida.net.

როგორც ჩანს, საქმეში თემურ ქეცბაიასთვის არ არსებობს ნათესავური კავშირები. ნიკა კაჭარავა ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის ნათლულია.

ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში 9-ჯერ ითამაშა ანორთოსისის მაისურით, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ნიკა ნინუამ მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რამდენიმე კვირის წინ თემურ ქეცბაიამ ნიკა ნინუა მომზადების თვალსაზრისით გააკრიტიკა და თქვა, რომ არც გუნდია ფეხბურთელით კმაყოფილი და არც ფეხბურთელი გუნდით.