ავტორიზაცია

"მალე რუსულ კლუბებს შევხვდებით" - აგენტი გულიაშვილის და გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე

"მალე რუსულ კლუბებს შევხვდებით" - აგენტი გულიაშვილის და გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე
თარიღი 22 Nov 2021, 01:14

ქართველმა საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა ისაუბრა ორი ნიჭიერი ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილისა და გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე და განაცხადა, რომ ინგლისთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მათზე ინტერესი გაიზარდა.

"რუსეთში და ევროპაში გოჩოლეიშვილის და გულიაშვილის მიმართ ინტერესი გაზრდილია. მალე რუსულ კლუბებს ოფიციალურად შევხვდებით. ამ დროისთვის ეს ორივე მოთამაშე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები არიან," - განაცხადა სააგენტო ბენე სპორტის ხელმძღვანელმა ირაკლი ლილუაშვილმა რუსულ "Sport-Express"-თან ინტერვიუში.

ინგლისის კარში გატანილი გოლების ავტორები, გიორგი გულიაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი საბურთალოს ფეხბურთელები არიან.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში ევროპაში ბენე სპორტს ერთადერთი ტრანსფერი აქვს გაკეთებული. ლუკა გაგნიძე წაიყვანეს მოსკოვის დინამოში, საიდანაც იჯარით ურალში გაუშვეს.