ავტორიზაცია

VIDEO: სეზონის პირველი გოლი - სიჭინავამ უკრაინაში გაიტანა და გუნდს მოაგებინა

თარიღი 22 Nov 2021, 00:50

უკრაინული პრემიერლიგის მე-15 ტურში დესნასა და კოლოსის დაპირისპირება მასპინძლებისთვის მარცხით, მინიმალური ანგარიშით, 0-1 დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე კოლოსის ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ გაიტანა.

ნიკა სიჭინავა კოლოსს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ინჰულეციდან შეუერთდა. მას შემდეგ ამ გუნდში 16-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.