"ეგეთი ნაკრებშიც გაიტანე, გთხოვ" - ვილი სანიოლი კაკაბაძეს ეხუმრა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში კრაკოვიამ საკუთარ მოედანზე რაკუვი მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი და ულამაზესი გოლი 69-ე წუთზე ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გაიტანა.
სოციალურ ქსელში, საფეხბურთო გვერდ Geo Team-ის ერთ-ერთ პოსტში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ოთარ კაკაბაძის გოლს გამოეხმაურა.
"კარგი იყო, მაგრამ შემდეგზე საქართველოს ნაკრებთან ერთად, გთხოვ," - დააკომენტარა ვილი სანიოლმა.

ოთარ კაკაბაძე კრაკოვიას 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ პოლონელთა მაისურით 7-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს კრაკოვიასთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.