ავტორიზაცია

"მოსკოვში დავიბადე, თუმცა რუსი არ ვარ, ქართველი ვარ!" - გიორგი ჯიქია

"მოსკოვში დავიბადე, თუმცა რუსი არ ვარ, ქართველი ვარ!" - გიორგი ჯიქია
თარიღი 22 ნოე 2021, 02:50

რუსული გამოცემა kp-სთან ინტერვიუში მოსკოვის სპარტაკის და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ აღიარა, რომ ის ქართველია, თუმცა არჩევანი საბოლოოდ რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა.

"დიახ, რუსი ეროვნებით არც ვარ. მოსკოვში დავიბადე, თუმცა ქართველი ვარ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს," - განაცხადა გიორგი ჯიქიამ kp-სთან საუბარში.

მოსკოვის სპარტაკის წარმოშობით ქართველი 27 წლის მცველი რუსეთის ნაკრებში 2017 წლიდან ასპარეზობს.