VIDEO: საბურთალომ ბათუმის დინამო ფინალში არ გაუშვა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალში საბურთალომ საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამო 2-1 დაამარცხა.
ანგარიში პირველ ტაიმში მოლდოველმა ნახევარმცველმა, დმიტრი მანდრიჩენკომ მამუკა კობახიძის სუსტი ქმედების შემდეგ 34-ე წუთზე გახსნა.
მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე უკვე შოთა ნონიკაშვილის ულამაზესი გასროლით ლევან კორღალიძის შეგირდების უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა. ამის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა თამაშში ცვლილების შეტანა ვეღარ მოახერხა.
შესაბამისად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაგებად ფინალში სამგურალი და საბურთალო იბრძოლებენ.