ავტორიზაცია

"აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს", - რა საკვების მიღება აუკრძალა კონტემ ტოტენჰემის ფეხბურთელებს?

"აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს", - რა საკვების მიღება აუკრძალა კონტემ ტოტენჰემის ფეხბურთელებს?
თარიღი 25 ნოე 2021, 10:53

"ტოტენჰემის" მცველმა, ემერსონ როიალმა გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ გუნდის ფეხბურთელთა რაციონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, იტალიელმა "ტოტენჰემში" კეტჩუპი, მაიონეზი და სხვა მძიმე საკვები აკრძალა.

"კეტჩუპი მიყვარს! მაგრამ არც ვარ მიჩვეული ასეთი საკვების მიღებას, ასე რომ პრობლემა არ არის", - აცხადებს ბრაზილიელი.

აგრეთვე, ემერსონმა კონტეს სხვა აკრძალვების შესახებაც ისაუბრა.

"კარაქი! კარაქი აღარ არის. მართალია, კონტემ ხაზი გაუსვა სხეულში ცხიმის კონტროლის მნიშვნელობას და გარკვეულ საკვებზე უარის თქმას".

"აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. თავიდან მოულოდნელი და ცოტა რთული იყო, მაგრამ ეს ჩვენი ასპარეზობისთვისაა საჭირო. ამ დეტალებს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს", - აღნიშნა ემერსონმა Sky Sports-თან საუბრისას.