ავტორიზაცია

ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს - გიორგი ჩაკვეტაძე კვიპროსშია

ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს - გიორგი ჩაკვეტაძე კვიპროსშია
თარიღი 25 ნოე 2021, 11:33

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში კვიპროსული ანორთოსისი საკუთარ მოედანზე გენტს უმასპინძლებს.

აღნიშნული დაპირისპირებისთვის ფამაგუსტელთა განაცხადში მხოლოდ ერთი ქართველია: გიორგი ლორია. ნიკა კაჭარავას თემურ ქეცბაიასთან დაპირისპირება მოუვიდა, ხოლო ნიკა ნინუას ტრავმა აქვს.

ბელგიური გენტის განაცხადი არსად დევს, თუმცა გუნდის ფოტოებში გამოჩნდა, რომ კვიპროსში გაფრინდა გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელიც შესაბამისად, ქეცბაიას დამოძღვრილების წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
გიორგი ჩაკვეტაძემ შვედეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეკრება სწორედ იმიტომ დატოვა, რომ მისი განცხადებით, ნაოპერაციებ ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა.
ანორთოსისისა და გენტის დაპირისპირება ქართული დროით, დღეს, 23:59 საათზე დაიწყება.