ავტორიზაცია

ვინ შეცვლის სოლსკიაერს? — მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ახალი კანდიდატი შეარჩია

ვინ შეცვლის სოლსკიაერს? — მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ახალი კანდიდატი შეარჩია
თარიღი 25 ნოე 2021, 11:42

"მანჩესტერ იუნაიტედი" ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, "ეშმაკუნების" თავკაცად დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატი "ვილიარეალის" დამრიგებელი, უნაი ემერია.

მიუხედავად ამისა, აღინიშნება, რომ მანიკუნიანელებს "არსენალის" ყოფილი მწვრთნელისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

აგრეთვე, პრეტენდენტთა შორის არიან: ხულენ ლოპეტეგი ("სევილია"), მაურისიო პოჩეტინო ("პსჟ") და ბრენდან როჯერსი ("ლესტერი"). "მელიებთან" გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ეს უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბში წასვლას მხოლოდ კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში შეძლებს.

შეგახსენებთ, სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ოფიციალურად 21 ნოემბერს დაითხოვეს, ნორვეგიელი გუნდს 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში.