გაირკვა, თუ რა შემთხვევაში შეინარჩუნებდა სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედში თანამდებობას
ცნობილი გახდა, თუ რა შემთხვევაში დარჩებოდა ოლე-გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Athletic წერს, ნორვეგიელს არ გაათავისუფლებდნენ, პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "უოტფორდთან" ფრედ რომ ეთამაშა.
შეგახსენებთ, შესვენებაზე "ეშმაკუნები" უკვე 0:2 მარცხდებოდნენ. 50-ე წუთზე დონი ვან დე ბეკმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ "იუნაიტედი" საბოლოო ჯამში 1:4 განადგურდა.
მანიკუნიანელთა თავკაცის პოსტზე სოლსკიაერის ბედი ასეთ სტილში განცდილმა მარცხმა გადაწყვიტა.
ნორვეგიელი სპეციალისტი "ემიუს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.
სოლსკიაერის ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ ლიგაში "ემიუს" საუკეთესო შედეგი 2020/21 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილია. ამავდროულად, კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" დამარცხდა.