ავტორიზაცია

ტიაგო ალკანტარა ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა

ტიაგო ალკანტარა ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა
თარიღი 25 ნოე 2021, 13:10

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა.

"ჭორები არ მაღელვებს, გუნდის წინაშე ჩემს ვალდებულებებზე ვარ კონცენტრირებული და იმაზე, თუ რამდენ ხანს იქნება ჩემი კონტრაქტი ძალაში".

"მინდა მეტი ვიცოდე იმ თავგადასავლებზე, რომლებსაც პრემიერ ლიგაში ვაწყდები და ყველა ტიტულის მოგება ვცადო. ამ გუნდის ერთგული ვარ", - ციტირებს ტიაგოს სიტყვებს The Guardian.

როგორც აქამდე დაიწერა, "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, ხავია დაინტერესებული 30 წლის ესპანელის გადაბირებით.

ტიაგო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აღზრდილია და გუნდში 2013 წლის ზაფხულამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა, საიდანაც 2020 წელს "ლივერპულში" აღმოჩნდა.