ავტორიზაცია

ხავის სურვილს ახდენა არ უწერია - ტიაგო ბარსელონაში არ გადმოვა

ხავის სურვილს ახდენა არ უწერია - ტიაგო ბარსელონაში არ გადმოვა
თარიღი 20 ნოე 2021, 11:29

ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონა" დაინტერესებული იყო "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველით, ტიაგო ალკანტარათი. ეს ინფორმაცია ხავი ერნანდესის დაბრუნების შემდეგ გაჩნდა. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთეს მერსისაიდელებმა, რომლებმაც ესპანელი ფლეიმეიქერის თავის მშობლიურ კატალონიაში დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხეს.

"წითლებმა" კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ "ბლაუგრანას" აღზრდილი ჰავბეკი მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა. 

ცნობისთის, 30-წლის შუახაზელს "ლურჯ-ბროწეულისფრებში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ ჯერ კიდევ 2020 წელს, თუმცა მან მიუნხენის "ბაიერნიდან" წასვლის შემდეგ, "სქაუზერები" აირჩია.