ავტორიზაცია

მცირე დეტალი, რომელიც სალაჰის ბარსელონაში ტრანსფერს რეალურს ხდის

მცირე დეტალი, რომელიც სალაჰის ბარსელონაში ტრანსფერს რეალურს ხდის
თარიღი 20 ნოე 2021, 11:04

El National-ის თანახმად, "ბარსელონა" დაინტერესებულია "ლივერპულის" თავდამსხმელით, მოჰამედ სალაჰით. ეგვიპტელი ფორვარდის ტრანსფერის ინიციატორი ხავი ერნანდესია.

რთული სათქმელია, თუ რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია, რადგან კატალონიელი დამრიგებლის დანიშვნის შემდეგ, "ბლაუგრანას" დაუკავშირეს პრაქტიკულად ყველა ტოპ მოთამაშე.

როგორც ვხედავთ, გამონაკლისი არც მერსისაიდელთა შემტევი გამოდგა. იმის გათვალისწინებით, რომ "წითლები" თავიანთ ბომბარდირს ვერ უთანხმდებიან ახალ კონტაქტზე, ტრანსფერის ალბათობა არსებობს. 

"სქაუზერების" მე-11 ნომრის ამჟამინდელი ხელშეკრულება გათვლილია 2023 წლამდე, "ლურჯ-ბროწეულისფრები" კი მის ხელში ჩაგდებას მომავალ ზაფხულსვე გეგმავენ.