ავტორიზაცია

ლივერპული სალაჰს კვლავ ვერ უთანხმდება - რა ხდება ეგვიპტელის გარშემო?

ლივერპული სალაჰს კვლავ ვერ უთანხმდება - რა ხდება ეგვიპტელის გარშემო?
თარიღი 14 ნოე 2021, 20:20

"ლივერპულისთვის" მოჰამედ სალაჰის შენარჩუნება კვლავინდებურად რჩება პრიორიტეტულ ვარიანტად, თუმცა მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ჯერ კიდევ შორს არიან.

მერსისაიდული კლუბი ეგვიპტელ თავდამსხმელს ვერ უთანხმდება ყოველწლიური ხელფასის თაობაზე, ანუ იმ თანხაზე, რომელსაც ფეხბურთელი თავისი გუნდისგან ითხოვს.

ინგლისური პრესა კი თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ "წითლებსა" და მათ ფორვარდს შორის საბოლოო შეთანხმება მაინც შედგება და ეს ყველაფერი უბრალდო დროის საკითხია.

"სქაუზერები" აგრეთვე აქტიურად განიხილავენ სადიო მანეს, რობერტო ფირმინოს, ჯეიმს მილნერის, ნაბი კეიტას და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის შენარჩუნების საკითხს.

"ამას გიპასუხებთ ყველა ფეხბურთელი", - ალისონმა ისაუბრა, რა არის ამ სეზონში ლივერპულის მიზანი