ავტორიზაცია

პსჟ-ს პირველი უარი მანჩესტერს — პარიზში პოჩეტინოს გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდებიან

პსჟ-ს პირველი უარი მანჩესტერს — პარიზში პოჩეტინოს გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდებიან
თარიღი 25 ნოე 2021, 13:19

"მანჩესტერ იუნაიტედი" "პარი სენ ჟერმენს" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს თაობაზე დაუკავშირდა.

ინგლისურმა კლუბმა 49 წლის არგენტინელთან დაკავშირებით პარიზელებს პირველად მიმართა, მაგრამ უარი მიიღო, წერს ავტორიტეტული გამოცემა ESPN.

როგორც აღინიშნება, პოჩეტინო "ემიუს" მთავარი სამიზნეა. კლუბი მზად არის იგი ახლავე დანიშნოს, თუ "პსჟ"-სთან შეთანხმება მოხერხდება. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელმა შუამავლებმა განაცხადეს, რომ ფრანგული კლუბი ახლა მის გაშვებას არ აპირებს.

"იუნაიტედის" წარმომადგენლების აზრით, თუ პოჩეტინო დაჩქარებას არ ისურვებს, მისი დანიშვნა ზაფხულში იქნება შესაძლებელი. მაურისიოს "ემიუს" გაწვრთნა უნდა, მაგრამ "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლამდე აკავშირებს.

გავრცელებული ცნობით, "პსჟ" "რეალის" ექს-თავკაც ზინედინ ზიდანს ესაუბრა. მასთან შეთანხმების შემთხვევაში, პარიზული კლუბი პოჩეტინოს "იუნაიტედში" გაშვების წინააღმდეგი აღარ იქნება.

აქამდე დაიწერა, რომ პოჩეტინოს სანაცვლოდ "ეშმაკუნებს" კომპენსაციის გადახდა მოუწევთ - საუბარია 10 მილიონ ფუნტზე.