ავტორიზაცია

"ამას უბრალოდ ჭორად აღვიქვამ", - როჯერსი მანჩესტერ იუნაიტედის შესაძლო გაწვრთნის შესახებ

"ამას უბრალოდ ჭორად აღვიქვამ", - როჯერსი მანჩესტერ იუნაიტედის შესაძლო გაწვრთნის შესახებ
თარიღი 25 ნოე 2021, 13:27

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები კრიტიკულად შეაფასა.

მოგეხსენებათ, როგორც აქამდე არაერთხელ დაიწერა, 48 წლის ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებას სთავაზობენ.

"ამას უბრალოდ ჭორად აღვიქვამ. ეს სიცრუეა. ჭორები ყოველთვის იქნება, იქამდე გაგრძელდება, სანამ გუნდს მუდმივი მწვრთნელი არ ეყოლება. მაგრამ მე აქ ვაპირებ მუშაობას".

"მე, ბიჭებო (მიმართავს ჟურნალისტებს - ავტ.), პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ რაღაცა უნდა დაწეროთ, მაგრამ არაფერ შუაში ვარ", - ციტირებს "მელიების" თავკაცის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, როჯერსი "ლესტერში" 2019 წლის თებერვლიდან მუშაობს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.