მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელთა ყურადღება კიდევ ერთმა სპეციალისტმა მიიპყრო

"ლიონის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსების ყურადღება მიიპყრო.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა L’Équipe წერს, "ეშმაკუნები" 57 წლის ფრანგ სპეციალისტს დაუკავშირდნენ.
მოგეხსენებათ, მანიკუნიანელები ეძებენ მწვრთნელს, რომელიც გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
გარსია ინგლისურ ენას ბრწყინვალედ ფლობს, რაც "იუნაიტედის" ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მიუხედავად ამისა, ფრანგი სპეციალისტი "ემიუს" თავკაცის პოსტზე დანიშვნის ფავორიტი არ არის. აგრეთვე, კლუბი ლუსიენ ფავრს, ერნესტო ვალვერდეს, პაულო ფონსეკასა და რალფ რანგნიკსაც დაუკავშირდა.
გარსიას "ლიონის" გარდა "მარსელი", "რომა" და "ლილიც" გაუწვრთნია. 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მან "ლიონი" დატოვა, რადგან გუნდმა ლიგა 1-ში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.