ავტორიზაცია

ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ ოქროს ბურთის მოგების 4 მთავარი კანდიდატი დაასახელა

ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ ოქროს ბურთის მოგების 4 მთავარი კანდიდატი დაასახელა
თარიღი: 25 ნოე 2021, 13:42

"ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ 2021 წლის "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა.

"ვინ იყო ნომინირებული? ასეთი მოთამაშეები ნამდვილად ბევრია. გასულ წელს ლევანდოვსკიმ დაიმსახურა გამარჯვება და კვლავ მათ შორისაა, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს".

"შემდეგ მოდიან მუდმივი პრეტენდენტები, კრიშტიანუ და მესი. ბენზემასაც კარგი წელი ჰქონდა და გამარჯვებისთვის საკმარისი არგუმენტი აქვს", - ციტირებს ლეგენდარული პორტუგალიელის სიტყვებს A Bola.

ცნობისთვის, თავად ფიგუს "ოქროს ბურთი" კარიერაში ერთხელ აქვს მოგებული - ლუიში აღნიშნულ ჯილდოს 2000 წელს დაეუფლა.

მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ ცერემონიაზე გაიცემა.