ავტორიზაცია

"რეალის შემდეგ უკეთესი ვარიანტების პოვნა რთულია", - ნასრიმ ზიდანს ორი კლუბი ურჩია

"რეალის შემდეგ უკეთესი ვარიანტების პოვნა რთულია", - ნასრიმ ზიდანს ორი კლუბი ურჩია
თარიღი 25 ნოე 2021, 13:51

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ნახევარმცველი, სამირ ნასრი "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას არ გამორიცხავს.

"არ გამიკვირდება, შოკში არ ჩავვარდები, თუ ზიდანი "პსჟ"-ს ჩაიბარებს. "რეალის" გაწვრთნის შემდეგ "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ"-ზე უკეთესი ვარიანტების პოვნა რთულია. არ დაგვავიწყდეს, რომ მას ყატარელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს".

"შეძლო იმის დამტკიცება, რომ დიდი ეგოთი შეუძლია ფეხბურთელების მართვა. პირველი მწვრთნელია, ვინც კრიშტიანუ რონალდუ დროდადრო დასვენებაში დაარწმუნა და თავადაც ბევრს მიაღწია ფეხბურთში".

"როცა ისეთი ადამიანი ხარ, როგორიც ზიდანია, მბაპესა და ნეიმარს ეტყვი, თუ რა უნდა გააკეთონ, სხვებზე უკეთ მოგისმენენ. გარდა ამისა, ასეთი დანიშვნა შეიძლება კლუბს მბაპეს შენარჩუნებაში დაეხმაროს", - თქვა ნასრიმ Le Parisien-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 49 წლის ფრანგი სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია, ზიზუმ გასული სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალი" დატოვა.