ავტორიზაცია

რა ხდება მანჩესტერ იუნაიტედის თავს? — ეშმაკუნებს უარი კიდევ ორმა მწვრთნელმა შეუთვალა

რა ხდება მანჩესტერ იუნაიტედის თავს? — ეშმაკუნებს უარი კიდევ ორმა მწვრთნელმა შეუთვალა
თარიღი 25 Nov 2021, 14:27

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ და ხულენ ლოპეტეგიმ, რომელიც ამჟამად "სევილიას" უდგას სათავეში, "მანჩესტერ იუნაიტედს" თავიანთი პასუხი შეუთვალეს.

ასე და ამგვარად, როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ორივე ესპანელმა სპეციალისტმა "ეშმაკუნების" თავკაცად დანიშვნა იუარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის ენრიკე "ემიუსთან" მოლაპარაკებებსაც კი არ გამართავს, რადგან ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას გეგმავს. მას გადაწყვეტილებას ვერავინ შეაცვლევინებს.

არც 55 წლის ლოპეტეგი ჩაიბარებს "იუნაიტედს". "ეს აბსურდულად მეჩვენება", - განაცხადა "სევილიას" დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, მანიკუნიანელებმა რამდენიმე დღის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაითხოვეს და მისი შემცვლელის ძიებაში არიან.