ავტორიზაცია

ზიდანმა პსჟ-ს გაწვრთნაზე უარი განაცხადა — AS-ი ზიზუს გადაწყვეტილების მიზეზს ასაჯაროებს

ზიდანმა პსჟ-ს გაწვრთნაზე უარი განაცხადა — AS-ი ზიზუს გადაწყვეტილების მიზეზს ასაჯაროებს
თარიღი 25 ნოე 2021, 14:06

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "პსჟ"-ს გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, პარიზელებმა 49 წლის სპეციალისტი ვერ დაითანხმეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანს შუა სეზონში არ სურს ახალ კლუბში მისვლა და სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.

როგორც აღინიშნება, მიუხედავად უარისა, ფრანგი სპეციალისტი "პარი სენ ჟერმენის" ყურადღებით გახარებული დარჩა.

ასე და ამგვარად, საეჭვოა ზიდანი "პსჟ"-ში მუშაობას დათანხმდეს. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობას ართულებს, რომელსაც მაურისიო პოჩეტინოს მიწვევა უნდა. არგენტინელი წასვლას არ მოითხოვს, რადგან წლის დასაწყისში მიღებული შანსისთვის კლუბის მადლიერია.

დიდი ალბათობით, "ეშმაკუნების" თავკაცის პოსტზე პოჩეტინოს დანიშვნა მხოლოდ ზაფხულში იქნება შესაძლებელი.