ავტორიზაცია

"დაიღალა იმით, რაც საფრანგეთში ხდება", - პეტიმ განმარტა, თუ რატომ სურს მბაპეს რეალში გადასვლა

"დაიღალა იმით, რაც საფრანგეთში ხდება", - პეტიმ განმარტა, თუ რატომ სურს მბაპეს რეალში გადასვლა
თარიღი: 25 ნოე 2021, 14:38

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, დამწუხრებული და დაღლილია იმით, რაც ბოლო წლის მანძილზე "პსჟ"-ში ხდება. როგორც "პსჟ"-ს, ისევე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაში პრობლემები დავინახეთ, რაც მის განწყობასა და თამაშზე აისახა".

"შეიძლება "რეალში" გადასვლით იმიტომაა დაინტერესებული, რომ დაიღალა იმით, რაც საფრანგეთში ხდება. ვფიქრობ, ხანდახან გრძნობს, ისეთივე აღიარებას არ იღებს, როგორსაც მესი და ნეიმარი".

"აქ გადმოსვლამდე მესი "ბარსელონას" მეფე იყო. მაგრამ ჩემი აზრით, "პსჟ"-ს მეფე სწორედ მბაპეა და არა მესი ან ნეიმარი. მესისადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, მბაპე კვლავ ნომერ პირველია", - ციტირებს პეტის სიტყვებს ფრანგული მედია.

მოგეხსენებათ, უკვე მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი, რომ პარიზელთა 22 წლის სუპერვარსკვლავი "რეალში" აპირებს გადასვლას.