ავტორიზაცია

"მეგონა ყველაფერი ცხადი იყო", - პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის შესაძლო გაწვრთნას გამოეხმაურა

"მეგონა ყველაფერი ცხადი იყო", - პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის შესაძლო გაწვრთნას გამოეხმაურა
თარიღი 25 ნოე 2021, 14:48

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

"ეს ყურადღებას არ მაკარგვინებს. ამასთან ერთად გვიწევს ცხოვრება, ასეთია ფეხბურთი. კონცენტრირებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მაქსიმალურად კარგად ვიასპარეზოთ".

"აქ ჭორების განსახილველად არ ვარ. ჩემს კლუბს პატივს ვცემ, "პსჟ"-ს. ის, რითაც სხვა კლუბები არიან დაკავებულნი, არ მაღელვებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ყველაფერი, რასაც ვიტყვი ან არ ვიტყვი, გამოყენებულ იქნება".

"როცა "ესპანიოლში" ვმუშაობდი, ვთქვი, რომ სერ ალექსთან შეხვედრა მინდოდა. თუ ამას გავიმეორებ, ეს სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება".

"პარიზში ბედნიერი ვარ. კლუბი და გულშემატკივრები მიყვარს. "პსჟ"-ში ყოფნა გადასარევია. ლიგა 1-ს ვლიდერობთ და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი გველის წინ (ეს შეხვედრა გუშინ გაიმართა და პარიზელები 1:2 დამარცხდნენ - ავტ.)".

"მეგონა ყველაფერი ცხადი იყო. უკვე ვთქვი, რომ "პსჟ"-სთან 2023 წლამდე მაკავშირებს კონტრაქტი. ეს და მომდევნო სეზონები. "პსჟ"-ში ბედნიერი ვარ, ფაქტია", - თქვა პოჩეტინომ RMC Sport-თან ინტერვიუში.