ვანდა ნარა: "იკარდიმ მითხრა, რომ ფეხბურთიდან წავიდოდა, თუ განვქორწინდებოდით"
"პსჟ"-ს თავდამსხმელის, მაურო იკარდის ცოლისა და აგენტის, ვანდა ნარას განცხადებით, ფეხბურთელი მზად იყო განშორების შემთხვევაში კარიერა დაესრულებინა.
"იკარდიმ მითხრა, რომ ფეხბურთიდან წავიდოდა, თუ განვქორწინდებოდით", - ციტირებს ნარას სიტყვებს ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
"ჩინა სუარესი მისი ცხოვრების შეცდომაა. მაუროს სინანულის მჯერა და ბრმად ვენდობი. ფულის გამო კაცთან ურთიერთობას არასოდეს დავიწყებდი", - დასძინა ვანდამ.
აქამდე, ნარამ იკარდი არგენტინელ მსახიობთან, მომღერალთან და მოდელთან, ჩინა სუარესთან რომანში გამოიჭირა. იგი განქორწინებას აპირებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, წყვილი შერიგდა.
მედიის ცნობით, ქორწინების გადასარჩენად, იკარდიმ ვანდა ნარას გადასცა. ამის გარდა, პარიზელთა ცხრიანის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად არგენტინელი ქალბატონის სახელზე გადავიდა.
საუბარია ქალაქ მილანში არსებული სახლისა და კომოში ტბასთან მდებარე უძრავი ქონების შესახებ. ამ ყველაფერთან ერთად, 28 წლის შემტევის ყველა კონტრაქტი 2050 წლამდე სწორედ ცოლის სახელზე იქნება გაფორმებული.