ავტორიზაცია

სქოულზი: "სირცხვილია, მანჩესტერის ორი საუკეთესო ფორვარდიდან ერთი 36 წლის არის, მეორე - 34-ის"

სქოულზი: "სირცხვილია, მანჩესტერის ორი საუკეთესო ფორვარდიდან ერთი 36 წლის არის, მეორე - 34-ის"
თარიღი 25 ნოე 2021, 16:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის მუშაობა შეაფასა.

"ეშმაკუნების" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავის განცხადებაში კრიშტიანუ რონალდუ და ედინსონ კავანი იგულისხმა.

"ჩვენი ორი საუკეთესო ფორვარდიდან ერთი 36 წლის არის, მეორე - 34-ის. სირცხვილია. ვერასოდეს გავიგებ, როგორ მივიდა აქამდე ეს ყველაფერი".

"არასოდეს მიფიქრია, რომ "ემიუ" ჩემპიონატს მოიგებდა, მაგრამ როგორც ვვარაუდობდი, ბევრად უკეთ უნდა ეთამაშა. მაგრამ 34 და 36 წლის ფორვარდებთან ერთად შანსი არ გაქვს", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Manchester Evening News.

შეგახსენებთ, კავანი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2020 წლის ოქტომბრიდან იცავს, რონალდუ კი კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა.