ავტორიზაცია

ჰარგრივზი: "მესიმ და ნეიმარმა სიტისთან მატჩის შემდეგ ალბათ იფიქრეს: "ასეთ გუნდში თამაშს ვისურვებდი"

ჰარგრივზი: "მესიმ და ნეიმარმა სიტისთან მატჩის შემდეგ ალბათ იფიქრეს: "ასეთ გუნდში თამაშს ვისურვებდი"
თარიღი 25 ნოე 2021, 16:48

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "პსჟ"-სთან (2:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"მომეჩვენა, რომ ეს "მანჩესტერ სიტისგან" მასტერკლასი იყო. დე ბრუინისა და ფოდენის გარეშე", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს BBC.

"მესი და ნეიმარი მოედნის დატოვებისას ალბათ ფიქრობდნენ: "ასეთ გუნდში თამაშს ვისურვებდი".

"მართლაც მშვენიერი იყო. ანგარიში 2:1 გახლდათ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ბევრად მეტი შეიძლებოდა", - დასძინა ჰარგრივზმა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის A ჯგუფში პირველი ადგილი "მანჩესტერ სიტიმ" დაიკავა, ხოლო "პსჟ" მეორე პოზიციას დასჯერდა.