ავტორიზაცია

"პსჟ-ში სწორი ფორმულა ჯერ კიდევ ვერ იპოვა", - ნასრიმ პოჩეტინო მკაცრად გააკრიტიკა

"პსჟ-ში სწორი ფორმულა ჯერ კიდევ ვერ იპოვა", - ნასრიმ პოჩეტინო მკაცრად გააკრიტიკა
თარიღი 25 ნოე 2021, 16:19

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა.

"ახლა პოჩეტინოს სტილი ისეთი გამოვლენილი არ არის, როგორც "ტოტენჰემში" ან თუნდაც "საუთჰემპტონში" იყო. ის გუნდები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდნენ".

"პსჟ"-ში კი ჯერ კიდევ ვერ იპოვა სწორი ფორმულა, არ იცის, რომელი სისტემა გამოიყენოს. ვთქვათ, არ მესმის, რატომ არ თამაშობს დღემდე სამი მცველით".

"მის მუშაობაში არათანმიმდევრულობა შეინიშნება და ყველაფრის იმით გამართლება, რომ ეს მისი პროექტი არ არის, ძალიან მარტივი გზაა", - განუცხადა ნასრიმ Le Parisien.

ცნობისთვის, 49 წლის არგენტინელ სპეციალისტს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.