ავტორიზაცია

პოჩეტინო: "შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა შესანიშნავი შედეგია"

პოჩეტინო: "შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა შესანიშნავი შედეგია"
თარიღი 25 ნოე 2021, 17:00

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "მანჩესტერ სიტისთან" (1:2) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ბურთის ფლობაში "სიტის" არც ისე დიდი უპირატესობა ჰქონდა, 55/45-ზე. დიდი უპირატესობა 70/30-ია", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

"არანაირი პანიკა არ გვქონია. პირველ ტაიმში მეტოქე უკეთესი იყო. იმის გასაგებად, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი პირველ ნახევარში, უნდა შევხედოთ, რამდენი შეცდომა გვქონდა ჩვენ და რამდენი მათ".

"მეორე ტაიმი უკეთესად დავიწყეთ, ანგარიში გავხსენით. მაგრამ მას შემდეგ, რაც "სიტიმ" წონასწორობა აღადგინა, რამე უნდა შეგვეცვალა. საბოლოო ჯამში, მეორე გოლიც გავუშვით".

"მთლიანობაში ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი შედეგია ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე", - დასძინა პოჩეტინომ.