ავტორიზაცია

სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლის შანსები შეაფასა: "მე-6 ტურში კარგად ვითამაშებთ"

სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლის შანსები შეაფასა: "მე-6 ტურში კარგად ვითამაშებთ"
თარიღი 25 ნოე 2021, 17:21

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "მილანთან" (0:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"რთული მატჩი იყო. ორივე გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო, მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტეს. მათ თავიანთი მომენტი გამოიყენეს, კუნიამ - ვერ გამოიყენა. ქულები დავკარგეთ".

"ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შეხვედრა რთულია. ისეთი ოპტიმისტი ვარ, როგორც არასდროს, რადგან ცოცხლები ვართ და ეს მნიშვნელოვანია. გუნდი დასკვნით ტურში ("პორტუს" წინააღმდეგ - ავტ.) კარგად ითამაშებს".

"ჩემპიონთა ლიგაზე შეცდომას არ გპატიობენ და ფლეი ოფში ის გავა, ვინც დაიმსახურებს", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს MARCA.

ამ მარცხის შემდეგ, B ჯგუფში "ატლეტიკო" 4 ქულით ბოლო ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ "პორტუს" ერთი ქულით ჩამორჩება.