ავტორიზაცია

3 ფეხბურთელი, რომელთანაც ჩელსის ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს

3 ფეხბურთელი, რომელთანაც ჩელსის ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს
თარიღი 26 ნოე 2021, 16:43

"ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს და უკვე ამუშავდა.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph იტყობინება, ლონდონური კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ შემტევ ნახევარმცველ მეისონ მაუნტს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

22 წლის ფეხბურთელს, რომელიც "არისტოკრატთა" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მოქმედი ხელშეკრულების ვადა კლუბთან 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

გარდა ამისა, "ჩელსი" რის ჯეიმსსაც უმზადებს ახალ კონტრაქტს, რომელთანაც თანამშრომლობის ვადა 2025 წლამდეა გათვლილი - 21 წლის უკანახაზელი კარგ ფორმაშია და ბოსებს მისი დაჯილდოება სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ანდრეას კრისტენსენთან. 25 წლის დანიელი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და "არისტოკრატებს" მისი შენარჩუნება სურთ.