ზიდანი პსჟ-ს ამ სეზონში არ ჩაიბარებს, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება — რა გეგმა აქვთ პარიზში?

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა შესაძლოა "პარი სენ ჟერმენი" გაწვრთნას.
ცნობილი გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პარიზული კლუბი ფრანგ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - ხელმძღვანელობას სურს, რომ ზიზუმ მაურისიო პოჩეტინოს ადგილი დაიკავოს.
თავის მხრივ, აღინიშნება, რომ არგენტინელი სპეციალისტი "პსჟ"-ში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და წასვლაზე ფიქრობს, მისდამი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ზიდანის დანიშვნას მომდევნო სეზონითვის აპირებს, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, როგორც აქამდე დაიწერა, "რეალის" ექს-თავკაცს შუა სეზონში არ სურს ახალ კლუბში მისვლა და სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.