ავტორიზაცია

"ვფიქრობ, ეს კლუბს ძალიან დაეხმარება", - არტეტას არსენალში ვენგერის დაბრუნება უნდა

"ვფიქრობ, ეს კლუბს ძალიან დაეხმარება", - არტეტას არსენალში ვენგერის დაბრუნება უნდა
თარიღი 26 Nov 2021, 17:28

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ გუნდის ყოფილი დამრიგებლის, არსენ ვენგერის შესახებ ისაუბრა.

"შევხვდი და ველაპარაკე, როცა ფილმის საყურებლად წავედით ("არსენ ვენგერი: დაუმარცხებელი"). მასთან საუბარი ძალიან სასიამოვნო იყო და ვიმედოვნებ, შევძლებთ კლუბთან მის დაახლოებას".

"ვფიქრობ, მშვენივრად გაატარებდა დროს, უბრალოდ იმის ხილვით, რა გავლენა მოახდინა კლუბზე, აგრეთვე მასთან ახლოს ყოფნით, პატივისცემის, აღფრთოვანებისა და სიყვარულის წყალობით, რომელსაც კლუბში ყველა განიცდის მისდამი იმის გამო, რაც გააკეთა, იმის გამოც, თუ რას წარმოადგენს როგორც პიროვნება კლუბისთვის".

იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ვენგერმა არსენალში

"ჯერ ვერ ვიტყვი. მაგრამ მისი პირადად ჩემთან ახლოს ყოფნას ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, ეს კლუბს ძალიან დაეხმარება", - ციტირებს არტეტას სიტყვებს Goal.com.