ვენგერი: "არსენალი ისევ მიყვარს, ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრია"
"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ლონდონური კლუბისადმი სიყვარულზე ისაუბრა.
– ისევ გიყვართ "არსენალი"?
"დიახ, რა თქმა უნდა. როცა "არსენალი" თამაშობს, თითქოს მე ვაკეთებ ვარდნებს, კარში ვურტყამ, თავს ვიცავ და ვუტევ. ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრია, ყოველთვის ასე იქნება".
"სიყვარულის ისტორია გვაქვს, რომელიც არასოდეს დასრულდება. მადლობელი ვარ კლუბის იმისათვის, რომ შემეძლო საყვარელი საქმიანობით დავკავებულიყავი".
"ყველა მწვრთნელს ასე არ გამართლებია. მადლიერი ვარ ასეთი ხანგრძლივი პერიოდისთვის", - ციტირებს "არსენალის" ოფიციალური საიტი 72 წლის ფრანგის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ვენგერი "მეთოფეებს" სათავეში 1996 წლიდან 2018 წლამდე ედგა.