ავტორიზაცია

Globe Soccer Awards 2021: ვინ ლიდერობს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში?

Globe Soccer Awards 2021: ვინ ლიდერობს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში?
თარიღი 26 ნოე 2021, 17:52

Globe Soccer Awards-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დასახელდნენ.

ასე და ამგვარად, ნომინირებულნი არიან: ჯანლუიჯი დონარუმა, მარკინიოსი, ნეიმარი, კილიან მბაპე, მარკო ვერატი, ლიონელ მესი (ყველა - "პსჟ"), სესარ ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, ნ'გოლო კანტე, რომელუ ლუკაკუ (ყველა - "ჩელსი"), ჯოშუა კიმიხი, ტომას მიულერი, რობერტ ლევანდოვსკი (ორივე - "ბაიერნი"), ბრუნო ფერნანდეში, კრიშტიანუ რონალდუ (ორივე - "მანჩესტერ იუნაიტედი"), კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში (ორივე - "მანჩესტერ სიტი"), კარიმ ბენზემა ("რეალი"), ფედერიკო კიეზა ("იუვენტუსი"), ერლინგ ჰოლანდი ("დორტმუნდი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") და მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული").

გამოკითხვა Globe Soccer Awards-ის საიტზე მიმდინარეობს და ჯერჯერობით, პირველ ადგილს მოჰამედ სალაჰი (29%) იკავებს, მეორეზე კი კრიშტიანუ რონალდუა (26%).

აღსანიშნავია, რომ 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად 6-ჯერ დასახელდა, რაც რეკორდული შედეგია.

აღნიშნული ჯილდოს მოქმედი გამარჯვებული კი მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკია.