ავტორიზაცია

ზიდანმა პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა წაუყენა, საქმე სპორტულ დირექტორ ლეონარდოს ეხება

ზიდანმა პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა წაუყენა, საქმე სპორტულ დირექტორ ლეონარდოს ეხება
თარიღი 26 ნოე 2021, 19:07

"პსჟ" მაურისიო პოჩეტინოს წასვლის შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას გეგმავს.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ერთ-ერთი დაბრკოლება ის გახლავთ, რომ 49 წლის ფრანგს სპორტული დირექტორის, ლეონარდოს კონტროლის ქვეშ მუშაობა არ უნდა.

თუ ზიდანი პარიზში მუშაობას გადაწყვეტს, სურს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეს და არ იყოს ლეონარდოს გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, როგორც ეს ტომას ტუხელისა და პოჩეტინოს შემთხვევაში დავინახეთ.

თავის მხრივ, მოგეხსენებათ, არგენტინელი სპეციალისტი "პსჟ"-ში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და წასვლაზე ფიქრობს, მისდამი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ზიდანის დანიშვნას მომდევნო სეზონისთვის აპირებენ, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი - "რეალის" ექს-თავკაცს შუა სეზონში არ სურს ახალ კლუბში მისვლა და სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.