ავტორიზაცია

მესი მარადონას გარდაცვალებაზე: "ძალიან უცნაური გრძნობაა, თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა"

მესი მარადონას გარდაცვალებაზე: "ძალიან უცნაური გრძნობაა, თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა"
თარიღი 26 Nov 2021, 19:20

"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების წლისთავზე ისაუბრა.

"ძალიან უცნაური გრძნობაა, თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა", - ციტირებს "ალბისელესტეს" კაპიტნის სიტყვებს Marca.

"განსაცვიფრებელია, რომ უკვე მთელი წელი გავიდა, არგენტინამ ამდენი წლის შემდეგ კოპა ამერიკა მოიგო - ის კი აღარ არის".

"სულ ფიქრობ, რაღაც მომენტში კვლავ იხილავ ტელევიზორში, დაინახავ, როგორ იძლევა ინტერვიუს ან გამოთქვამს აზრს რაიმე საკითხზე. მისი წასვლიდან დიდი ხანი გავიდა და ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს გუშინ მოხდა".

"სამუდამოდ შევინარჩუნებ მასთან დაკავშირებულ მოგონებებს, რაშიც გამიმართლა", - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, გულის მწვავე უკმარისობის გამო დაიღუპა.